აკრძალული სიყვარული; რატომ გვიზიდავს ის რაც „აკრძალულია?!“   

აკრძალული სიყვარული; რატომ გვიზიდავს ის რაც „აკრძალულია?!“  

ავტორი
Ra Ve

Ra Ve

ადმინი
შეფასება

3.83

(6)

684

გაზიარება:

20.09.2025

მოკლე აღწერა

აკრძალული სიყვარული მხოლოდ რომანების ან დრამების სიუჟეტი არ არის. ეს სარკეა, რომელიც ასახავს ჩვენს ღრმა შიშებს,  ამბოხებას და გადაუჭრელ შინაგან კონფლიქტებს. ის ისე გვიზიდავს, როგორც ფარვანას იზიდავს ცეცხლი, რადგან გვპირდება ინტენსიური გრძნობების იმგვარ განცდა

 
 
 
აკრძალული სიყვარული მხოლოდ რომანების ან დრამების სიუჟეტი არ არის. ეს სარკეა, რომელიც ასახავს ჩვენს ღრმა შიშებს,  ამბოხებას და გადაუჭრელ შინაგან კონფლიქტებს. ის ისე გვიზიდავს, როგორც ფარვანას იზიდავს ცეცხლი, რადგან გვპირდება ინტენსიური გრძნობების იმგვარ განცდას, რაც არც თუ ისე ადვილი განსაცდელია მისი თანმდევი ექსტრემის გარეშე.  მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ გრძნობების ამგვარი სიმძაფრე ხშირად ტოვებს საკმაოდ ღრმა იარებს. მაშინ რატომ ვემორჩილებით ასე ადვილად მის ხიბლს, მოსალოდნელი შედეგების ცოდნის მიუხედავად?
 
აკრძალული ნაყოფი ტკბილია: ეს სურვილის და ნდომის გამოწვევის ფსიქოლოგია.
ნებისმიერი აკრძალვა ააქტიურებს ტვინის ამბოხების ზონას - პრეფრონტალურ ქერქს, რომელიც პასუხისმგებელია გადაწყვეტილების მიღებაზე - ხოლო ლიმბური სისტემა, რომელსაც ინტენსიური ემოციები სწყურია, იწყებს სატყუარას „გადაყლაპვას“.
 
→ მაგალითი: კოლეგასთან რომანი, როდესაც ქორწინებაში „ყველაფერი სტაბილურია“, ადამიანს უჩნდება სურვილი  გააცოცხლოს ემოციები, რომლებსაც მყუდრო და ჩვეული რუტინა არ იძლევა.
 
ზოგჯერ აკრძალვის დარღვევა თავისუფლების განცდად იქცევა: „თუ ამისთვის რისკზე მივდივარ, ეს ნიშნავს, რომ ცოცხალი ვარ“. და  აკრძალული სიყვარული განიცდება, როგორც საკუთარი თავისგან და რუტინისგან გაქცევა.
 
აკრძალული ურთიერთობები ასევე ხშირად საკუთარი შინაგანი სიცარიელისგან გაქცევაცაა.
 
—ფსევდომზრუნველობის და  თვითგადარჩენის კომპლექსი: „ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, რადგან ის ჩემს გარეშე დაიკარგება/ ან მე მის გარეშე დავიკარგები.“ (მნიშვნელოვნების მოთხოვნილების დაკმაყოფილების მცდელობა). ასე ადამიანი ცდილობს თავი მნიშვნელოვან პერსონად წარმოიდგინოს და თვითშეფასება ამის ხარჯზე გაიზარდოს.
 
— თვითდასჯა: ქვეცნობიერად „მიუწვდომელი“ პარტნიორის (დაქორწინებული, ემოციურად დახურული ტიპის) არჩევა.
 
ესაა ერთგვარი დამოკიდებულების დადასტურების გზა „მე ბედნიერების ღირსი არ ვარ!“
ფსიქოლოგები აღნიშნავენ: რაც უფრო მეტად თრგუნავს ადამიანი თავის ნამდვილ სურვილებს სხვა სფეროებში (კარიერა, თვითრეალიზაცია), მით უფრო მაღალია შანსი, რომ ის „აფეთქდეს“ აკრძალული სიყვარულის ვნებით. რომ ამ ფორმით მაინც დაიცალოს დაგროვილი არარეალიზებული ემოციებისგან.
 
_ნარცისული ტრავმა, თავგადასავლები: „ჩვენ განსაკუთრებულები ვართ“.
 
აკრძალული სიყვარული ქმნის ილუზიას, რომ ჩვენ ბედის რჩეული/ ანდა პირიქით მისგან მოძულებული ვართ:
→ „ჩვენი გრძნობები იმდენად ძლიერია, რომ სამყარო ჩვენს წინააღმდეგაა!“
ან „ სამყარომ ჩვენ ერთმანეთი გვაპოვნინა!“ (თუმცა „სამყარო“ ხშირად უბრალოდ ტოქსიკურ არჩევანზე მიუთითებს და მეტი არაფერი).
 
→ საიდუმლო შეხვედრები, დაშიფრული შეტყობინებები - ეს არის „ზრდასრულობის თამაში“, რომელიც ბავშვობიდანვე „დამალობანას“ ინფანტილურ აჟიოტაჟს აღვიძებს.
 
მაგრამ ამის უკან ნამდვილი ინტიმურობის შიში იმალება: მაშინ როცა ურთიერთობა საიდუმლოებითაა მოცული,
თქვენ არ გიწევთ ყოველდღიურ ცხოვრებასთან, კომპრომისებთან ან თქვენი პარტნიორის ნამდვილ „მესთან“ გამკლავება. ეს უფრო მარტივია, აკმაყოფილებს თქვენს ეგოს და უსაფრთხოა. ესეც ერთგვარ ეიფორიას და დამოკიდებულებას იწვევს.
 
_წარსულის ჩრდილი: განმეორებადი სცენარები
 
თუ ბავშვობაში გრძნობდით, რომ სიყვარული უნდა დაგემსახურებინათ (მშობლები მხოლოდ თქვენი მიღწევებისთვის გადიდებდნენ), ზრდასრულ ასაკში თქვენ ქვეცნობიერად ეძებთ პარტნიორებს, რომლებიც ემოციურად მიუწვდომლები არიან. რათა საკუთარ თავს მათი „ხელში ჩაგდებით“ დაუდასტუროთ, რომ თქვენ ეს შეგიძლიათ.
ეს ძველი ტკივილის „გამეორების“  მასზე გამარჯვების მცდელობაა: „ამჯერად მე მას ავირჩევ!“
 
მაგალითი:
 
გოგონა დაქორწინებულ მამაკაცს შეუყვარდება. თერაპიის დროს ირკვევა, რომ მისმა მამამ ოჯახი მაშინ მიატოვა, როცა ხუთი წლის იყო. რომანის ქვეცნობიერი მიზანი სიყვარული კი არა, ბავშვობაში უარყოფით მიღებული ტრავმის განკურნებაა.
როგორ გავიგოთ, როდის არის დრო, რომ ეს თამაში  შეწყვიტოთ?
 
ჰკითხეთ საკუთარ თავს:
 
1. „შეზღუდვები რომ არ არსებობდეს, მაინც მომინდებოდა ეს ადამიანი?“
2. „რას ვმალავ ამ ვნების მიღმა: მოწყენილობას, მარტოობის შიშს, თვითუარყოფას?“
 
3. „ვისთვის ვცდილობ რამის დამტკიცებას: ჩემი მშობლებისთვის, ჩემი ყოფილი პარტნიორებისთვის, საზოგადოებისთვის?“
 
სინამდვილეში აკრძალული სიყვარული მტერი კი არა, მასწავლებელია.
ის ააშკარავებს ჩვენს მოუშუშებელ ჭრილობებს, ცრუ შეხედულებებს და სიცოცხლის წყურვილს. თუმცა, მისი მიზანი არ არის თქვენი გამოწვევა, არამედ იმის ჩვენებაა, თუ რა საჭიროებს განკურნებას.
თუ აკრძალული სიყვარული ლაბირინთად იქცა, რომელშიც საკუთარ თავს კარგავთ, ეს უნდა დაასრულოთ. თუმცა თუ ეს ცხოვრების სტიმულს გიბრუნებთ, გაცოცხლებთ და გაფიქრებთ საკუთარ თავზე, შეგიძლიათ საკუთარ თავს ამ მარტივი თერაპიის უფლება თამამად მისცეთ.
 
 
დატოვე შეფასება

3.83

(6)
კომენტარები

by: Irakli Iremadze & Beka Badagadze